პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ კუკავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა კოვიდ 19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში", - წერს კუკავა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 11 370 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 215 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3 769 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 832. 2 249 პაციენტი კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული.