შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას გადაადგილების კადრებზე აცხადებს, რომ ის 2020 წლის 27 ოქტომბერს არ არის გადაღებული. შსს-ს ინფორმაციით, ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებულმა კამერებმა 2020 წლის 6 ოქტომბერს გადაიღეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ესებუა სამეგრელოში იმყოფება, მაგრამ არა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს მე-8 დღეა ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელის ვინაობა დანაშაულიდან 5 დღის შემდეგ, 26 ოქტომბერს გაასაჯაროვა. შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, მათ თავდამსხმელის ვინაობა მედიის მიერ გასაჯაროების შემდეგ დაასახელეს.
21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა საქართველოს მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებების შემდეგ კი 500 000 აშშ დოლარი გაიტაცა და მიიმალა. ის ჯერაც არ არის დაკავებული.
გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.