logo
ENG



გლდანში ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება

31 ოქტ 202016:21
3 წუთის საკითხავი
clock 1955

გლდანში, 79-ე და მე-80 საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.  

უცნობია, რას მოჰყვა დაპირისპირების ესკალაცია. 

აღსანიშნავია, რომ გლდანის საარჩევნო უბნებთან დილიდან მობილიზებულები არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც ოპოზიციის და ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან, პროვოკაციებში კი ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებენ.  

დღეს გლდანის 79-ე უბანთან თავს დაესხნენ პუბლიკას ჟურნალისტს, ტვ პირველის რეპორტიორმა კი ფიზიკური დაზიანებაც მიიღო. 

მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არაერთ უბანზე სხვადასხვა დარღვევა ვლინდება. შსს-მ 6 ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გამოძიებაც დაიწყო. 

დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო X მოწვევის პარლამენტს, წინა წლებისგან განსხვავებული სისტემით ირჩევს - მეათე მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით.


close დახურვა