logo
ENG



NCDC: საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

01 ნოე 202010:35
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 28 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 413 პირი. 

მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

კორონავირუსის ახალი 1 791 შემთხვევიდან, 532 თბილისში გამოვლინდა, 369 - აჭარაში, 392 კი იმერეთში.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება შემდეგია:

ქვემო ქართლში - 86;

შიდა ქართლში - 62;

გურიაში - 29;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 18;

კახეთში - 57;

სამცხე-ჯავახეთში - 56;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 21. 

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსი სულ 40 727 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 25 104, გარდაიცვალა - 335. 


close დახურვა