logo
ENG



გლდანში ნიკა მელიას ოფისს თავს დაესხნენ და დაწვეს

16 ნოე 202010:32
3 წუთის საკითხავი
clock 2353

გლდანში გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას, ოფისზე თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს. 

როგორც ფორმულას ენმ-ში განუცხადეს, დაახლოებით 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. დამწვარია ოფისის ნაწილი.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ფორმულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

 


close დახურვა