ფორმულას ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მომავალი კვირიდან შეზღუდვები ტრანსპორტის მოძრაობას შეეხება, თუმცა რა ფორმით, უცნობია.
ფორმულას წყარო უყვება, რომ მაღაზია ნიკორას მენეჯერებს ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნეს შეტყობინება, იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათიდან ტრანსპორტი იკრძალება. ამის მიუხედავად, კომპანიაში გვითხრეს, რომ მოსალოდნელ შეზღუდვებზე ინფორმაცია არ აქვთ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები სალონებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებსაც შეეხება.
მოგვიანებით ფორმულას ნიკორადან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ტრანსპორტის შეზღუდვის შესახებ თანამშრომლებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვფლობთ ინფორმაციას ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ და აღნიშნული ვაცნობეთ თანამშრომლებს, არ შეესაბამება სიმართლეს. პანდემიის პირობებში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, პანდემიის პირველივე დღიდან სრულად მობილიზებულნი ვართ არსებული სირთულეების გადალახვასა და პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თანამშრომელთა ტრანპორტირებას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით მომარაგებას", - ამბობენ ნიკორაში.
ბოლო 24 საათში კორონა ვირუსის თითქმის 3 700 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.