logo
ENG



tv პირველმა საბიუჯეტო დავალიანება დაფარა, ინკასო მოხსნილია

22 იან 202009:44
3 წუთის საკითხავი
 
i7uy1jks91gshzl.jpg

“tv პირველმა” საბიუჯეტო დავალიანება გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას არხის მფლობელი ვახტანგ წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ფინანსთა მინისტრს მიმართავს. წერეთელი ივანე მაჭავარიანს გამოწვევას სთავაზობს, რის მიხედვითაც, ამჯერად სახელისუფლებო არხებმა გადაიხადონ მილიონები. 

"ფორმულა" წერეთლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ივანე მაჭავარიანი, ინკასო მოხსნილია. სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.  გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით.

ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ, ერთი ადგილია საჭირო. მოდით, დავიწყოთ ჩელენჯი - TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები.

ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში. ბატონო მინისტრო - წამზომი ჩაირთო!”, - წერს ვახტანგ წერეთელი.


close დახურვა