logo
ENG



Европейская правда: საქართველოს მთავრობამ უკრაინა რუსეთში ექსპორტის შესახებ მოატყუა

06 მარ 202218:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/3qw2k8643621hk8.jpg

Европейская правда-ს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ უკრაინის საელჩო რუსეთთან ექსპორტზე მოლაპარაკებების შესახებ მოატყუა. 

გამოცემა წერს, რომ უკრაინელ დიპლომატებთან და რუსეთთან საუბრისას საქართველოს მთავრობამ დიამეტრალურად საპირისპირო განცხადებები გააკეთა 

შაბათს, 5 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, 15 ქართულ კომპანიას უფლებას მისცემს, რუსეთის ბაზარზე რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს. 

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი დიპლომატები დაუკავშირდნენ. Европейская правда-ს ცნობით, ქართულმა მხარემ უკრაინა დაარწმუნა, რომ ეს ინფორმაცია "რუსული ფეიკია". უკრაინელები საქართველოს მთავრობას ენდნენ. 

გამოცემას უკრაინის საელჩომ უთხრა, რომ მათ მიიღეს გარანტიები საქართველოს მთავრობისგან, რომ ისინი არა მხოლოდ მოლაპარაკებებს არ აწარმოებდნენ რუსეთის ფედერაციასთან, არამედ არც იყვნენ დაინტერესებულები რუსეთის ბაზარზე შესვლით. 

"ქართულ მხარეს რძის და რძის პროდუქტების დეფიციტი თავის ბაზარზეც აქვს, შესაბამისად ამ პროდუქციის რუსეთის ფედერაციაში გატანას არ გეგმავს და არც აპირებს". - უთხრეს ქართველებმა უკრაინას.

თუმცა, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რუსეთში ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა.

"2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.". - აცხადებს სააგენტო, რომელსაც ზვიად ჩეკურიშვილი ხელმძღვანელობს.

რუსული მედიის ცნობით, 5 მარტს რუსულ როსელხოზნადზორის ხელმძღვანელს სწორედ ჩეკურიშვილი ესაუბრა. პარალელურად საქართველოს მთავრობა უკრაინელებს საპირისპიროში არწმუნებდა. 


close დახურვა