რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიპინს უთხრა, რომ უკრაინასთან მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია РИА Новости ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მიმართა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.
"მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიდის ბრძოლები, მოდით, ადამიანების სიკვდილის შესაჩერებლად, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ", - თქვა ზელენსკიმ.