უკრაინული გამოცემა УНІАН-ის ინფორმაციით, სუმში მოქალაქეების ევაკუაციისას მტერმა ცეცხლი გახსნა.
УНІАН-ის ინფორმაციით, რუსეთმა ჰუმანიტარული დერეფნების ადგილას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. რუსული ტანკები ადგილს ბომბავენ და მექანიკურ იარაღებს იყენებენ.
მედიის ცნობით, გამშვები პუნქტიდან, სადაც ადგილობრივი ტერიტორიული დაცვის ძალებია განლაგებული, ყველა საგზაო ტრანსპორტს უკან, ქალაქისკენ აბრუნებენ. ასევე, ის ადამიანები, ვინც დღეს ქალაქ სუმის დატოვებას აპირებდა უკან ფეხით ბრუნდებიან.
УНІАН იუწყება, რომ ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, შეტევა მაშინ დაიწყო, როცა რომენსკაიას ქუჩაზე საევაკუაციო კოლონა ეწყობოდა.
შეგახსენებთ, რომ საევაკუაციო კორიდორების მოწყობასთან ერთად რუსული მხარისგან არსებობდა ამ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის პირობაც დღეს საღამოს 9 საათამდე.
პირველმა კოლონამ ქალაქი დილის 9 საათზე დატოვა, მეორე ნაკადი კი 13:00 საათზე უნდა გასულიყო.
სუმის მოსახლეობის ევაკუაციისთვის პოლტავადან ჩამოსული ავტობუსები ადგილობრივ საჯარო ტრანსპორტის ბაზაზე გადაიყვანეს.