logo
ENG



УП: რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან

25 თებ 202210:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/5z2l9nwilo9ak52.jpg

უკრაინული გამოცემა უკრაინსკაია პრავდა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან.

როგორც ცნობილია კოლონა დასახლება ივანკოვოსთან არის გაჩერებული - უკრაინელმა სამხედროებმა ტეტერევის მდინარეზე ხიდი ააფეთქეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კიევის დროით 06:00 საათის მდგომარეობით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს:

  • რუსულმა ჯარებმა ავიაიერიში მიიტანეს უკრაინულ ქვედანაყოფებზე ქალაქ კროპივნიცკის მახლობლად
  • დაფიქსირდა რუსული ვერტმფრენები ვილკოვოსა და ტირასპოლიას რაიონში (მოლდოვას საზღვართან)
  • შეიარაღებული ძალების დესანტი-თავდამსხმელები ბრძოლას აწარმოებენ დიმერსა და ივანკოვოში, სადაც რუსული ჯავშანტექნიკაა მობილიზებული
  • გენშტაბმა ტერერევის მდინარეზე ხიდის აფეთქება დაადასტურა
  • ტაქტიკური ჯგუფი კიევთან ახლოს აეროდრომ ანტონოვს ამაგრებს

განახლებული ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე წაიკითხეთ აქ


close დახურვა