ომი, რომელიც რვა წელია მიმდინარეობს და მაინც, ყველა მისი დაწყების მოლოდინშია. ომი, რომელსაც პუტინი საკუთარი იმპერატორული ამბიციების დაკმაყოფილებისთვის აწარმოებს. ომი, სადაც არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოს და საერთოდ მთელი ევროპის და პრინციპში თავისუფალი სამყაროს მომავალი წყდება. როგორც ჩანს, 2008 წლის რუსული გაკვეთილიდან დასავლეთმა ბევრი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოიტანა და დღეს აღარავის სჯერა ამ გაკვეთილის განსაკუთრებით იმ მონაკვეთის, რომელიც რუსეთის არგასაღიზიანებლად ტალიავინისებური წიაღსვლებით იყო მოჩუქურთმებული.
Хай живе Україна! - დროება
20 თებ 202220:12
3 წუთის საკითხავი