logo
ENG



აბასთუმანში კაცი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა

28 მაი 202110:56
3 წუთის საკითხავი
 
აბასთუმანში კაცი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა

აბასთუმანში 60 წლამდე კაცი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ადგილობრივების თქმით, კაცი ხევთან, სავარაუდოდ, ბორდიურს მიეყრდნო და 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილზე გამოძახებული იყო სამაშველო ჯგუფიც, მათ კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


close დახურვა