logo
ENG



აბასთუმანში ხანძარი ლიკვიდირებულია

14 ივნ 202017:10
3 წუთის საკითხავი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ჩამქრალია. 65 მეხანძრე-მაშველი, ცეცხლის ლოკალიზებას 2 დღის განმავლობაში ცდილობდა.

ხანძრის გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი თერმული დრონის საშუალებით ხდებოდა. პროცესში, ასევე, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები.


close დახურვა