აბაშის მუნიციპალიტეტეის სოფელ სეფიეთში დააყაჩარეს ცოლ-ქმარი, რომლებიც საკუთარი სადისტრიბუციო მანქანით ბაზარში ყველის ჩასაბარებლად მიდიოდნენ.
მძარცველებმა მხოლოდ მობილური ტელეფონების წაღება მოახერხეს, რადგან ცოლ-ქმარს ფული თან არ ჰქონდა.
დაზარალებულის ახლობლების ცნობით, ცოლ-ქმარს ფიზიკური დაზიანებები აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.