logo
ENG



აბაშიძის ბოდიში რუსებს - შაბათის ფორმულა

17 ივნ 202320:16
3 წუთის საკითხავი
 

ის, რაც თორნიკე რიჟვაძემ, აგვისტოს ომის და ჩვენი გმირების შესახებ თქვა, ქართული ოცნების 11-წლიან რიტორიკასაც კი აჭარბებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, 2008 წლის ომს, ლაჩრულად წაგებული უწოდა და ქვეყნის ღირსებასთან ერთად, ომში დაღუპული გმირების ხსოვნასაც შეურაცხყოფა მიაყენა. ხელისუფლებას, რომელიც ოკუპანტების ქეიფს და კადიროველების კორტეჟს იცავს, შეურაცხყოფილი გმირების დაცვა ერთი წუთითაც არ უფიქრია. პირიქით, ოლიგარქის მსახურებმა, რიჟვაძის გამართლებაც უტიფრად სცადეს. ხელისუფლებისგან, რომელმაც ქვეყნის ღირსება რუსულ რუბლებზე გაცვალა, ეს გასაკვირი არ არის, ისევე, როგორც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, რა ლექსიკით, ტონალობით და განწყობით ებოდიშება ივანიშვილის პირადი ემისარი, რუს პროპაგანდისტებს, როცა საკუთარ მოქალაქეებს, ვინც ოკუპანტების საქართველოში ქეიფს აპროტესტებს, მახინჯებს და მოსყიდულებს ეძახის.


close დახურვა