პირველი არხის ტელეწამყვანი და ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თვითონ აბსანძე ავრცელებს.
"ამ არმაგედონში რა დროს ესაა, მაგრამ, წეღან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს", - წერს ის ფეისბუქზე.
ბოლო პერიოდში ირაკლი აბსანძე ხელისუფლებისა და მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. 12 ივლისს ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე, აბსანძე პოლიციამ დააკავა.