logo
ENG



აგვისტოს ომი ფოტოებში

07 აგვ 202210:20
3 წუთის საკითხავი
clock 13728
20w7loxjmj51dcv.jpg
Denis Sinyakov / Reuters

ზუსტად 14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომელმაც ასობით პირი იმსხვერპლა და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია. ფორმულა გთავაზობთ Reuters-ისა და ევროპის პრესის სააგენტოს (EPA) ისტორიულ ფოტომასალას 2008 წლის აგვისტოდან. 

გაფრთხილება: მასალა შეიცავს მძიმე კადრებს.

ქართველი ჯარისკაცები გორის დაბომბვისას, 2008 წლის 9 აგვისტო. ფოტო: REUTERS/Gleb Garanich 

აფეთქების კვალი გორის ცენტრში. 2008 წლის 12 აგვისტო. ფოტო: REUTERS/Gleb Garanich

ქალაქის დაბომბვის შემდეგ გორელი ქალი და კაცი დგანან ცხედართან, 2008 წლის 9 აგვისტო. ფოტო: REUTERS/David Mdzinarishvili

ქართველი რეზერვისტები გორში, 2008 წლის 9 აგვისტო. ფოტო: REUTERS/Gleb Garanich

გორელი კაცი ქალაქის დაბომბვის შემდეგ გარდაცვლილ ძმას დასტირის. 2008 წლის 9 აგვისტო. ფოტო: REUTERS/Gleb Garanich

დაშავებული ქართველი ქალი გორის დაბომბვის შემდეგ, 2008 წლის 8 აგვისტო. ფოტო: REUTERS/David Mdzinarishvili  

ექიმებს დაშავებული ქალი გადაჰყავთ, გორი, 2008 წლის 9 აგვისტო. ფოტო: REUTERS/David Mdzinarishvili 

დაშავებული გორელი ქალი ტირის ქალაქის დაბომბვის შემდეგ, 2008 წლის 8 აგვისტო. ფოტო: REUTERS/David Mdzinarishvili 

ხანძარი გორთან ახლოს, ტყეში, 2008 წლის 10 აგვისტო. ფოტო: REUTERS/Gleb Garanich

დევნილები ცხინვალიდან საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიდიან. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

ცხინვალთან ახლოს ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლები ოკუპირებულ ტერიტორიას ტოვებენ. 2008 წლის 10 აგვისტო. ფოტო: REUTERS/ Gleb Garanich

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვის პრეზიდენტ, ვალდას ადამკუსთან, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთან და ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან ერთად რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე. 2008 წლის 12 აგვისტო. REUTERS/Gleb Garanich

აშშ-ს ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 2008 წლის 14 აგვისტო. ფოტო: REUTERS/David Mdzinarishvili


close დახურვა