logo
ENG



აგვისტოს ომის დაწყების თარიღზე ოპოზიცია და მთავრობა დღემდე ვერ თანხმდება

07 აგვ 202020:32
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღზე დღემდე ვერ თანხმდებიან ოპოზიცია და საქართველოს მთავრობა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ომის დაწყების მკაფიო თარიღი ხელისუფლებას ოფიციალურად ამ დრომდე არ აქვს განსაზღვრული და 7 აგვისტოს ნაცვლად, 8 აგვისტოს ასახელებს, რაც რუსული მხარის ვერსიას იმეორებს. 

ხელისუფლების ოპონენტებმა, ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის წევრების ის განცხადებებიც გაიხსენეს, რომლითაც ომის დაწყებას საქართველოს მხარეს აბრალებენ. 


close დახურვა