არ ვიცი, მართლა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ რიგში, გმირებს. ამაზრზენი სანახავი იყო, რაც მე ვიხილე. ლაჩრები თვითონ არიან. ვითხოვ, რომ პირადად მოიხადოს ბოდიში ჯერ თითოეული გმირის წინაშე, შემდეგ კი მათი ოჯახების წინაშე. 17 წლის გავთხოვდი, 18 წლის დავქვრივდი, 4 თვის ორსული ვიყავი, როდესაც წავიდა საომრად. თვითონ [შვილი] მეუბნება, რომ ამათი არაფერი არ უნდა, წამიყვანე ამ ქვეყნიდანო. ბავშვი როგორ უნდა წავიყვანო ამ ქვეყნიდან, როდესაც თავისმა მამამ საქართველოს შესწირა თავი და საქართველოში დაღვარა სისხლი.
აგვისტოს ომში დაღუპულის ცოლი: ლაჩრები თვითონ არიან, პირადად მოიხადოს ბოდიში
17 ივნ 202300:17
3 წუთის საკითხავი