logo
ENG



აგროინდუსტრიის ერთ-ერთ დამფუძნებელს თავს დაესხნენ

18 მაი 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock 1097

აგროინდუსტრიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ვაჟა გორდიაშვილს თავს დაესხნენ.

როგორც გორდიაშვილი აღნიშნავს, უცნობმა პირებმა ჯერ მისი მანქანა დააზიანეს, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ის არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა სოფელ მოხისში მის მიერ მიწების შეძენის ფაქტს უკავშირდებოდეს. მისი თქმით, მოხმდარს წინ მუქარა უძღვოდაგორდიაშვილი საგამოძიებო უწყებაში დღეს არის დაბარებული.

"მეზობელი შემოვიდა, მანქანას ვიღაცამ რაღაც ჩაარტყაო, გავედი და 5-6 ადამიანი თავს დამესხა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სატელევიზიო მუქარაზე, რომელიც გაჟღერდა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, რომ მე თუ ჩავალ, მკვლელობა მოხდება და ა.შ. მე არ ვიცი ნაკვეთები ვისი იყო, ეკონომიკის სამინისტრომ მომყიდა ეს ნაკვეთები ოფიციალურად", - აცხადებს გორდიაშვილი.

სოფელ მოხისში მცხოვრებლები აცხადებენ კი, რომ ისინი გორდიაშვილს არ იცნობენ.  

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მაგ კაცს არ ვიცნობთ, არც გვარი ვიცი მისი და არც სახელი. არ მგონია მოხისიდან ვინმემ მაგ კაცს შეურაცხყოფა მიაყენა", - აცხადებს სოფელ მოხისში მცხოვრები. 


close დახურვა