logo
ENG



ადა მარშანია კვიციანის წასვლაზე: ბრძოლის სხვადასხვა ტაქტიკა გვაქვს

13 ივნ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია ემზარ კვიციანის წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, პარტიაში ემზარ კვიციანის იდეოლოგიას ეთანხმებიან, თუმცა ბრძოლის მიმართ ქმედებები, რომელიც ემზარ კვიციანს აქვს დასახული, მათთვის მიუღებელია.

ადა მარშანიას განცხადებით, ვერსია, რომ თითქოსდა ემზარ კვიციანი ვერ მოხვდა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიაში, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჯერჯერობით პარტიას სიასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებული არ აქვს.

„ბრძოლის სხვა მეთოდიკა და სხვა შეხედულებები გვაქვს ჩვენ. ამ ეტაპზე ჩვენი ტაქტიკური ხედვა განსხვავებულია. შინაარსობრივად ჩვენ ბატონ ემზარს მხარს ვუჭერდით და ახლაც ვუჭერთ მხარს.

თავად აფასებს ის თავის ბრძოლას, როგორც გიჟურს და თავისებურს და ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ. ბრძოლის ტაქტიკაზე სხვადასხვა შეხედულებები უკვე დიდი ხანია გამოიკვეთა, ეხლა უბრალოდ მკაფიოდ გამოვლინდა, თორე ეს შარშანაც იყო და შარშანწინაც. მას მიაჩნია, რომ ჩვენ ბრძოლაში ბევრად უფრო რადიკალურები უნდა ვიყოთ“, - განაცხდა ადა მარშანიამ. 

დეპუტატი ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

 

მისი თქმით, ის პარტიას განაწყენებული არ ტოვებს, უბრალოდ, არ უნდა, რომ მისი სარისკო ქმედებებით პატრიოტთა ალიანსის წევრებს ავნოს.

 


close დახურვა