logo
ENG



კვიციანი: გადავწყვიტე დავტოვო პატრიოტთა ალიანსი

12 ივნ 202022:41
3 წუთის საკითხავი
 

დეპუტატი ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს. აღნიშნულზე კვიციანმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია თავად გაავრცელა. 

როგორც კვიციანი აცხადებს, ის პარტიას განაწყენებული არ ტოვებს, მისი თქმით მას არ უნდა, რომ მისი სარისკო ქმედებებით პატრიოტთა ალიანსის წევრებს ავნოს.

„ჩემო ძვირფასო პატრიოტებო!

გადავწყვიტე დავტოვო პატრიოტთა ალიანსი!

ეს არ ნიშნავს,რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ,უბრალოდ არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს!4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება,პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვდეთ!ძალიან ვწუხვარ ,მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად!ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე,ვინც გამომყვება ღმერთმა დაგლოცოთ ,ვინც არა თქვენც დალოცვილი მეყოლეთ!აღმოჩნდა,რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო,მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად!დიდება ღმერთს!!!",-წერს ემზარ კვიციანი Facebook გვერდზე.


close დახურვა