logo
ENG



ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს

01 აგვ 202209:34
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს.

ამის შესახებ კონგრესმენი Twitter-ზე წერს და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ტვიტს აზიარებს, სადაც ისინი HIMARS-ებით რუსეთის იარაღის საწყობების აფეთქებას იუწყებიან.

"მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. „ჰაიმარსი" საქართველოს!" - წერს კინზინგერი.

HIMARS მაღალტექნოლოგიური, მსუბუქი რაკეტის გამშვებია, რომელიც ბორბლებზეა დამონტაჟებული, რაც მას ბრძოლის ველზე მეტ სისწრაფესა და მანევრირების შესაძლებლობას აძლევს.


close დახურვა