logo
ENG



ადამ კინზინგერი ქართველ ხალხს ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებას ულოცავს

08 მარ 202018:23
3 წუთის საკითხავი
 
oygc7ymfib6j7k3.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. 

შესაბამისი განცხადება კონგრესმენმა Twitter-ზე გაავრცელა. 

“ჩემი გულწრფელი მილოცვა ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმების მიღწევისთვის. დემოკრატია რთული საქმეა, თუმცა ამად ღირს. სპიკერი თალაკვაძე და სხვები გაწეული შრომისთვის პატივისცემას იმსახურებენ. ვრცელი განცხადება მოგვიანებით გამოქვეყნდება”, - წერს კინზინგერი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

 

 


close დახურვა