ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პროპორციულ სიაში გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პარტია გირჩმა დაარეგისტრირა და მას მხარს ქართული ოცნებაც უჭერს მხარ.
არსებული ნორმით, პარტიები ვალდებულნი არიან საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს. კანონპროექტი კი ამ ვალდებულებას აუქმებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი გირჩის წევრები მიიჩნევენ, რომ გენდერული კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს შეზღუდვას როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც შეიქმნა ეს ნორმა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს, თავი "დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს", რადგან სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა.
კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ოპოზიციური პარტიები. ქალი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკიდან ქალების განდევნისთვის კეთდება.
გირჩის ინიციატივას არ იზიარებენ სამოქალაქო სექტორშიც.