logo
ENG



ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ტენდენცია უარესდება - HRC ანგარიშს მოამზადებს

30 იან 202010:11
3 წუთის საკითხავი
 

"წინა წლებთან შედარებით ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ტენდენცია უარესდება", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრი 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.

ანგარიშში ასევე სასამართლო სისტემის პრობლემა, მოსამართლეების არჩევის წესი, კლანური მმართველობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, შევა. 

ცენტრის ანალიტიკოსი, ლაზარე ჯიბლაძე "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, უფრო მეტი ქეისი და გაუხსნელი საქმეების ვრცელია სია დაგროვდა.

ლაზარე ჯიბლაძე ასევე აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი 20-21 ივლისის მოვლენებს ეთმობა, რომელიც მათი მხრიდან კრიტიკულადაა შეფასებული. 

"2019 წელს გარკვეული მიმართულებებით საკმაოდ მძიმე წელი გვაქვს. მაგალითად მაჩალიკაშვილის საქმე, მუხთარლის საქმე და სხვა", - ამბობს ჯიბლაძე. 


close დახურვა