logo
ENG



ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი: უგულავა პოლიტიკური პატიმარია

08 მაი 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

ჩნდება კითხვები ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებაზე - „ადამიანის უფლებათა ცენტრმა"  გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უგულავა გამოკვეთილი ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურაა, მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში კი შესაძლოა, ხელისუფლების დაინტერესება და შესაბამისად - პოლიტიკური მოტივები იკვეთებოდეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მკვლევარი გიორგი ტყებუჩავა აცხადებს, რომ ოპონენტებს უგულავას პოლიტიკური განეიტრალება სურთ.

„გიორგი უგულავას მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში სახელმწიფოს აქვს დაინტერესება და ეს დაინტერესება გამოიხატება მისი პოლიტიკურად გააქტიურების განეიტრალებაში. ამის ნათელი მაგალითია ახალი ბრალდება ე.წ. აეროპორტის საქმეზე, რომელიც 2019 წლის დეკემბერში იქნა უგულავას მიმართ წარდგენილი. შესაბამისად, ჩვენი შეფასებით, პოლიტიკური მოტივები არსებობს გიგი უგულავას მიმართ“, - აცხადებს ტყებუჩავა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი კი მიიჩნევს, რომ უგულავა პოლიტიკური პატიმარია.

„ჩვენ პუნქტობრივად გვაქვს განხილული თუ რა დაირღვა. კერძოდ, დაირღვა საკასაციო საჩივრის განხილვის ექვსთვიანი ვადა, როდესაც ექვს თვეში უნდა განხილულიყო საქმე უზენაეს სასამართლოში და იმდენ ხანს გაიწელა, რომ ამასობაში გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, თითონ გახდა მოსამართლე. უზენაეს სასამართლოში 13 დღეში მოხდა მრავალტომიანი საქმის შესწავლა. გამოიტანეს განაჩენი ზეპირი მოსმენის გარეშე. ვინც აწერდა ხელს იმ საკითხებზე, რაზეც ბრალი აქვს წაყენებული უგულავას, ის ადამიანი მოწმის სახითაც არ დაკითხულა. არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა


close დახურვა