საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და საპარლამენტო ასამბლეას, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართავენ. მთავარი თემა სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისიან, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო და თვითნებური დაკავება.
ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა პოლიტიკური ბერკეტი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მიმართვაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რაც „ბორდერიზაციის" პროცესმა ჰუმანიტარული და სოციალური თვალსაზრისით მოიტანა.