ადგილობრივი მედია წერს, რომ ისრაელში ქართველი ებრაელი, 9 წლის გოგო გარდაიცვალა - მედია იუწყება, რომ მოზარდი აშდოდის დაბომბვის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. მათი თქმით, გოგო მას შემდეგ დაიღუპა, რაც ჰამასის თავდასხმის დროს საჰაერო განგაში ჩაირთო.
ისრაელში ომს კიდევ ერთი ქართველი თამარ გოლდბერგი ემსხვერპლა - 22 ოქტომბერს მუსიკალურ ფესტივალზე დაკარგული ქართველი ებრაელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია გოლდბერგის დამ, მარი ლობატონიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 200-250 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.