logo
ENG



ადეიშვილი: ქართული ოცნების ოფისიდან მთავარი არხის ოპერატორი გადმოაგდეს, ის მძიმედაა

15 სექ 202119:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/23/synff92ysn6sed7.png

მთავარი არხის ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქარელში ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან მათი ოპერატორი გადმოაგდეს.

როგორც ადეიშვილი ამბობს, ოპერატორის მდგომარეობა მძიმეა.

"ქარელში ჩვენი ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, მისი მდგომაროება მძიმეა. ეს არის რაც ამ წუთებისთვის ვიცი", - განაცხადა ადეიშვილმა.

ოპერატორთან ერთად ჟურნალისტი ბექა ყორშია მუშაობდა. 

ის ყვება, რომ მათ ქარელის მერის ჩაწერა სურდათ, თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"გვინდოდა, ჩაგვეწერა. რამდენიმე კითხვა გვქონდა ზაზა გულიაშვილსა და მასთან დაკავშირებულ ბოლო ამბებზე - რომ ის არის სუს-ის აგენტი. განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინეს, როცა მე ამაზე კითხვა დავსვი. ამის შემდეგ მოხდა, რომ გარეთ გამოგვაძევეს. მეც მომხვდა ხელი, მაგრამ ჩემზე უხერხულიც კია ლაპარაკი. ოპერატორი ლევან აბლოთია მეორე სართულიდან გამოადგეს. არ ველოდი, რომ გადარჩებოდა საერთოდ. რამდენიმე წამით გაითიშა. აზრზე როცა მოვიდა, თქვა, ზურგს ვერ ვგრძნობ, ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებო. სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ", - ამბობს ბექა ყორშია. 

მისივე თქმით, მათ მიმართ ძალადობაში 4-5 ადამიანი მონაწილეობდა. 

ოპერატორ ბექა აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. მას კლინიკაში შემოწმება უტარდება. 


close დახურვა