პარლამენტთან დაკავებული აქტივისტების ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ მასზე პოლიციელებმა იძალადეს.
ადვოკატის თქმით, მომხდარს თვითმხილვებელი ჰყავს. მისივე თქმთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო.
"რადგან უკვე დავრწმუნდი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვალ გიორგი მჟავანაძეს გამოკითხავს გამოძიების ფარგებში და დაიწყო გამოძიება, ხოლო ამ წუთებში ფაქტს აფიქსირებს სახალხო დამცველის მოადგილე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გიორგი მჟავანაძის გადმოცემით მასზე პოლიციის ეზოში, პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ყავს თვითმხილველვებიც და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც ეს ჩაიდინა", - წერს ადვოკატი.
გიორგი მჟავანაძე და სირცხვილიას ორი აქტივისტი პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აქტივისტებს პარლამენტთან გასათბობად შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, შემდეგ კი სირცხვილიას სამი აქტივისტი დააკავა.
დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. შეზდუღვის პარალელურად თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია იმართება.