logo
ENG



ადვოკატი: თოდაძის დედას ჯიშკარიანის ახლობელი დაუკავშირდა და სარჩელის გამოტანა სთხოვა

06 ოქტ 201914:14
3 წუთის საკითხავი
 
d1qogl7w4sr2ufy.jpeg

თამთა თოდაძემ და მისმა ადვოკატმა პოლიციის განყოფილება დატოვეს.

​როგორც ადვოკატმა განაცხადა, თამთა თოდაძის დედას ილია ჯიშკარიანის ახლობელი დაუკავშირდა და სთხოვა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საჯაროდ აღარ ესაუბრა და სარჩელი გამოეტანა.

თამთა თოდაძის დედა ჯერ კიდევ პოლიციის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.

"გამომძიებელს შეკითხვები თამთასთან და თამთას დედასთან ჰქონდა. ჯიშკარიანის ახლობლები დაუკავშირდნენ თამთას დედას. მათ მიერ შემოთავაზებული იყო მორიგება, რომ ფაქტის უარყოფილიყო და გამოძიება აღარ წარმართულიყო", - აცხადებს თამთა თოდაძის ადვოკატი თამუნა ლუკავა.

შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ძალადობის შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატი ამ დროისთვის გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოშია.


close დახურვა