logo
ENG



ადვოკატი: თუ აუცილებელი გახდება საავადმყოფოში მოთავსება, სააკაშვილი წინააღმდეგი არ იქნება

19 ოქტ 202117:13
3 წუთის საკითხავი
clock 577
კადრი

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რუსთავის ციხეში ექიმების ჯგუფი იკვლევს.

სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, უნდა დაველოდოთ კონსილიუმის გადაწყვეტილებას და თუ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი გახდება, ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი არ იქნება.  

"უნდა დაველოდოთ ალბათ კონსილიუმის გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ვიზიტს განახორციელებენ. შესაბამისად, გამოჩნდება, თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა ან საავადმყოფოში მოთავსება, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა არ იქნება", - თქვა საძაგლიშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ პატიმრის კლინიკაში გადაყვანის სტანდარტულ ფორმაზე უარი თქვას. 

"დარწმუნებული ვარ, აქაც ხელისუფლების შიში, რომ საზოგადოებამ არ ნახოს მიხეილ სააკაშვილი, აისახება ამ ნაბიჯზეც. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ უარი თქვას სტანდარტულ ფორმაზე, როდესაც კერძო კლინიკებში გადაჰყავთ პატიმრები და მაგალითად, ციხის საავადმყოფოში მოათავსონ", - თქვა საძაგლიშვილმა

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის მე-19 დღეა შიმშილობს.


close დახურვა