თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში 6 საათის განმავლობაში გამოკითხვაზე კომპანია „ზეგის“ დირექტორი თამარ კობერიძე იმყოფებოდა. მისი უფლებადამცველის ქეთი მირიანაშვილის განმარტებით, უწყებას შეკითხვები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა.
როგორც ცნობილია, კომპანია ზეგის ოფისიდან გატანილი კომპიუტერები გამომძიებლებს ამ დრომდე არ გაუხსნიათ. უწყებას გამოკითხული ყავს კომპანიის ყველა თანამშრომელი, თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ისინი ხელმეორედ გამოკითხონ.
„დირექტორი იყო გამოკითხვაზე. უფრო დეტალურად მიმდინარეობს კომპანიასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ზოგადი კითხვები იყო, ვინ რა პოზიციაზეა და რა საქმიანობას ეწევა კომპანიაში.
კომპიუტერი გახსნილი არ არის ჯერჯერობით. კომპიუტერის დროულად გაუხსნელობამ გააჩინა კითხვები, რაც კომპანიასაც ზიანს აყენებს რეპუტაციის თვალსაზრისით“, - აცხადებს კომაპნია „ზეგის“ დირექტორის უფლებადამცველი ქეთი მირიანაშვილი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის ცხედარის აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მეზობლებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.
ოჯახის წევრები გამოძებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.