logo
ENG



ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილს საკანში ლეიბი ამ დრომდე არ აქვს

07 ოქტ 202114:43
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასიალიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საკანში ლეიბი ამ დრომდე არ აქვს. მისივე თქმით, ხელისუფლება ყოფითი პირობების გაუარესებით ცდილობს, სააკაშვილს დისკომფორტი შეუქმნას. 

"ხელისუფლება ცდილობს, როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად, ცდილობს მისი ყოფითი პირობების გაუარესებას, როგორიცაა ტელევიზორის დუადგმელობა, ლეიბის საკითხი, რაც ამ დრომდე არ აქვს. ჩვენ ყველას გვესმის შეშინებული ხელისუფლების პოზიციები, მათ უნდათ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან მიშას. ამავე დროს, ვხედავთ, როგორი ქოსატყუილა ხელისუფლება გვყავს", - თქვა ბექა ბასიალაიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს


close დახურვა