logo
ENG



ადვოკატი: ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატრში გადაიყვანეს

04 დეკ 202420:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/04/oszmmvy6u63cmun.jpg

ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

 "ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამია გადაყვანილი ჰყავთ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ეს ქმედებები ომონზე უფრო უღირსად წარმოაჩენს პოლიციად წოდებულ დაწესებულებას. ჩვენ ბუნებრივია მივალთ მარნეულის იზოლატორში და შევეცდებით რომ მოვინახულოთ ნიკა გვარამია, ამის შესახებ უკვე გვეცოდინება მეტი დეტალები, როგორც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე საქმესთან დაკავშირებით", - ამბობს ის. 

პოლიციამ დღეს ნიკა გვარამია ძალის გამოყენებით დააკავა და მანქანით გათიშულ მდგომარეობაში გადაიყვანა.

დღეს შსს ერთდროულად რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში ჩხრეკით შევიდა.

ნიკა გვარამია პოლიციისგან პარტია დროას ოფისში შეშვებას და ჩხრეკის დროს დასწრებას მოითხოვდა, როგორც იურისტი, რაზეც უარი უთხრეს. გვარამია პოლიციელებისგან იურიდიულ დასაბუთებას მოითხოვდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურად გადაიზარდა.

შსს-ს წარმომადგენლებმა გვარამია ძირს დააგდეს და ხელში აყვანილი ქუჩაში გაატარეს. როდესაც მანქანაში სვამდნენ გარშემო მყოფები ყვიროდნენ, რომ მას სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, რადგან უგონო მდგომარეობაში იყო.

მალევე პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაიაც დააკავეს. 


close დახურვა