logo
ENG



ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს

28 ნოე 202212:58
3 წუთის საკითხავი
 
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ადვოკატის თქმით, ექსპრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი აქვს.

სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ კლინიკა ვივა მედისგან ელოდებიან პასუხს და მედიკოსების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, მისცემენ თუ არა ექიმები რეკომენდაციას სააკაშვილს, დაესწროს სხდომას.

"დღევანდელ პროცესზე აპირებს მისვლას, თუმცა სპეციალური ეტლით. გადაადგილება არ შეუძლია მოგეხსენებათ და შეეცდება მისცეს ჩვენება, არ მგონია ხელი შეუშალონ, წესით მაქვს უფლება აქვს პროცესზე გამოცხადების და დასწრების", - ამბობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე თვეა საკუთარ სასამართლო პროცესებს ვერ ესწრება, რის გამოც სხდომები არ ტარდება.


close დახურვა