logo
ENG



ადვოკატის ცემაში 5 პოლიციელი მონაწილეობდა, ბორკილებით დააბეს და ურტყეს - კობაიძე

19 დეკ 201912:46
3 წუთის საკითხავი
 
zdp3q2wdqz67zg7.jpg

ადვტოკატი მიშა შაქარაშვილი, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს, ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. შაქარაშვილის უფლებებს ადვოკატი ლექსო კობაიძე იცავს.  როგორც კობაიძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მისივე თქმით, შაქარაშვილს თავდამსხმელების იდენტიფიცირება შეუძლია. ადვოკატის ინფორმაციით, მიშა შაქარაშვილს მიყენებული აქვს დაზიანებები თავის და სახის არეში. 

„შაქარაშვილი თავისივე სახლში დააბეს სკამზე ხელბორკილებით. პოლიციელებმა ურტყეს თავში. ადმინისტრაციულად დააკავეს და შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში. მისი ინფორმაციით დაახლოებით 5 პოლიციელი მონაწილეობდა ამ ცემის ფაქტში და მათი ამოცნობა შეუძლია. ვითხოვთ ამ პოლიციელების დაკავებას“, - განაცხადა კობაიძემ. 

შეგახსენებთ, რომ იურისტები სამართალდამცველებს ადვოკატ მიშა შაქარაშვილის ცემაში ადანაშაულებენ. როგორც შაქარაშვილის ოჯახის ახლობლები და მისი კოლეგები ყვებიან, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ადვოკატს ოჯახის წევრმა დაურეკა და მისივე საკუთრებაში მქონე ბინაში მისვლა თხოვა. ადგილზე მისულ შაქარაშვილს სახლში პოლიციელები დახვდნენ, რომლებიც სახლს ჩხრეკდნენ. ამის შემდეგ მიშა შაქარაშვილსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

 

 


close დახურვა