logo
ENG



ადვოკატმა მელიას პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა

17 თებ 202120:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/17/lzx6p41cl88a9tc.png

ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესზე დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილების შესახებ. ადვოკატმა განაცხადა, რომ მედიაში გავრცელდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიმდებარედ სპეცრაზმის მზადების კადრები. ადვოკატის შეფასებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება გადაწყვეტილია. 

"როგორც ჩანს, არათუ მათთვის არის წინასწარ ცნობილი გადაწყვეტილება, ელემენტარული პატივისცემაც არ გააჩნიათ თქვენ მიმართ, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაჟღერების ამ დარბაზში. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო ნაწილის 59-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით, არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თქვენს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, ეს თავის მხრივ, არის თქვენი, როგორც მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება. მოგმართავთ შუამდგომლობით, აიცილოთ ეს საქმე", - უთხრა დიმიტრი საძაგლიშვვილმა მოსამართლეს. 

 


close დახურვა