logo
ENG



ადმინისტრაცია: მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის გამო, ვიზიტი გადაიდო

13 აპრ 202320:03
3 წუთის საკითხავი
 
ადმინისტრაცია: მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის გამო, ვიზიტი გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ გადადო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი.

ადმინისტრაციის განცხადებით, ვიზიტის გადადების მიზეზი "მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესია".

"საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.

ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო", - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც მას ევროპარლამენტისთვის სიტყვით უნდა მიემართა, გადაიდო.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში ვიზიტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა


close დახურვა