logo
ENG



ზურაბიშვილი: მივიღე მოწვევა, 18 აპრილს ევროპარლამენტს სიტყვით მივმართავ

31 მარ 202312:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/31/xz6530s86c50gq4.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 აპრილს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.

როგორც ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე მოწვევა ურსულა ფონ დერ ლაიენისგან მიიღო. 

"ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლიდან არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - თქვა ზურაბიშვილმა.

2010 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტში სიტყვით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.


close დახურვა