logo
ENG



ადმინისტრაცია: უკრაინულმა ჯარებმა ხარკივში უკვე 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს

11 სექ 202218:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/11/59559l5ruca5pxe.jpg

ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში უკვე 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს.

"ამჟამად შეგვიძლია ვისაუბროთ 40 დასახლებაზე, მაგრამ რეალურად არის ბევრად მეტი, ჩვენ უბრალოდ ვერ გამოვაცხადებთ ამ ციფრს, ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა მიმდინარეობს", - ამბობს სინეგუბოვი.

სინეგუბოვის თქმით, უკრაინას უკვე შეუძლია ისაუბროს ტერიტორიების "მნიშვნელოვანი ნაწილის" გათავისუფლებაზე ჩეგუევსკის რაიონში, ასევე კუპიანსკისა და ბალაკლეას რაიონებში.

"ჩვენი ქვედანაყოფები შევიდნენ კუპიანსკში, გრძელდება იზიუმის რაიონის დასახლებების გათავისუფლება", - თქვა მან.

***

6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს. 

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი. 

ISW ასევე აცხადებს, რომ უკრაინა, კონტრშეტევის პირობებში, იზიუმს მაქსიმუმ 48 საათში გაათავისუფლებს, თუ ეს უკვე არ გაუკეთებია. 

10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ბალაკლია-იზიუმიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის შესახებ პირობების შეუსრულებლობა რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ანგრევს. 

რუსული ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ფრონტზე ხერსონის ოლქში, მანამ, სანამ უკრაინული ძალები აწარმოებენ პოზიციურ ბრძოლებს და აგრძელებენ რუსეთის ლოჯისტიკური ხაზების განადგურების კამპანიას.


close დახურვა