logo
ENG



ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2024 წლის 3-5 იანვარი უქმე დღეებად განისაზღვრა

25 დეკ 202316:10
3 წუთის საკითხავი
 
ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2024 წლის 3-5 იანვარი უქმე დღეებად განისაზღვრა
ფოტო: ვახო ქარელი

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2024 წლის 3-5 იანვარი უქმე დღეებად განისაზღვრა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამის დადგენილებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

"ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა