"2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება" - ეს არის 2018 წლის განცხადება, რომელიც ლევან დავითაშვილს ეკუთვნის. დავითაშვილი მაშინ გარემოს დაცვის მინისტრი იყო, ახლა კი ვიცე-პრემიერია. იძებნება ხელისუფლების სხვა მსგავსი დაპირებები, მათ შორის ღარიბაშვილის. დღეს მთავრობა ისევ თავს იმართლებდა. რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას და არ გააკეთა - ფორმულა გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრებს ესაუბრა.