კოვიდ 19-თან ბრძოლის ფონდის მხარდასაჭერად ცნობილი მოდელები გაერთიანდნენ. ადრიანა ლიმამ და კარლი კლოსმა მეგობრებთან ერთად ონლაინ ჩვენება გამართეს. ისინი პოდიუმის ნაცვლად პოზირებდნენ საკუთარი სახლის აივნებზე, ოთახებსა და აბაზანებში. მაკიაჟსა და ვარცხნილობაზეც თავად იზრუნეს. ნახევარსაათიანი ჩვენება იუთუბის არხზე პირდაპირი ეთერის რეჟიმში უჩვენეს და მის დასასრულს მოდელებმა მედპერსონალს მადლობის ნიშნად ტაში დაუკრეს.