ბათუმის პორტთან ავარიის შედეგად 10 წლამდე ასაკის გოგო გარდაიცვალა.
ინფორმაციას „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.