თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.