ლაგოდეხის სოფელ ბაისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
"ბე-ემ-ვეს" ტიპის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.