სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - სიღნაღის თაღი დაზიანდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია.
"ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი"- ნათქვამია განცხადებაში.